1. სინჯის აღების ადგილის შერჩევა დამოკიდებულია კვლევის მიზანსა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებენ წყლის შედგენილობაზე. სინჯის აღების წერტილების დადგენა უნდა წარმოებდეს წინასწარი შესწავლის შემდეგ, წყლის შედგენილობაზე ზღვის მოქცევის გავლენის გათვალისწინებით.

2. სინჯის აღება ჩვეულებრივ წარმოებს გემბანიდან, შვეულმფრენის ბორტიდან და მისთ. მდინარეთა ვიწრო შესართავებისა და ყურეების წყლის სინჯის აღება ხდება ნაპირებიდან, მაგალითად, პირსებიდან, ტალღსაჭრელებიდან და ხიდებიდან.

3. ზღვის მოქცევისას წყლის სინჯის აღების მიზანია: შედგენილობის მიხედვით წყლის საშუალო სინჯის მიღება, ჰორიზონტალურად ან ვერტიკალურად წყლის შედგენილობის არაერთგვაროვნებისა და კონკრეტული წყაროდან ნახმარი წყლების გავრცელების შესწავლა და სხვ.

4. ზღვის მოქცევისას წყლის ხარისხის (ტემპერატურა, მარილიანობა, ჟანგბადის კონცენტრაცია, ტურბულენტობა და სხვ.) ზუსტი კვლევისათვის, მისი შედგენილობის არაერთგვაროვნების გამო, გამოიყენება სხვადასხვა ხელსაწყო, მოწყობილობა, ფლუორესცენტული საღებავი და სხვ.

5. ზღვის სანაპირო რაიონების (სანაპიროები, ყურეები, სანაპიროს მიმდებარე მონაკვეთები ნაპირიდან 3 კილომეტრამდე მანძილით) წყლის შედგენილობის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართულებით არაერთგვაროვნების, ნიადაგის ეროზიის, მდინარის ნაკადის და ნახმარი წყლების ზღვის წყლის ხარისხზე ზეგავლენის გამო, კვლევა უნდა წარმოებდეს მე-7 და მე-8 თავებში მოცემული ხელსაწყოებისა და მოწყობილობების გამოყენებით.

6. ღია ზღვის წყლის კვლევისას ჰორიზონტალური და ვერტიკალური დინებების საზღვარზე (წყლის შედგენილობის მნიშვნელოვანი მერყეობის გამო) წყლის ტემპერატურის, მარილიანობის, ჟანგბადის კონცენტრაციისა და სხვა მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით, მიზანშეწონილია შერეული სინჯების აღება. დასაშვებია წყლის ერთგვაროვანი ფენიდან სინჯის ერთჯერადი აღება.

7. სინჯის აღების პერიოდულობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს: ნებისმიერ ფიქსირებულ ადგილზე სინჯის შედგენილობის ვარირების შესაძლებლობა (წამებიდან წლების ჩათვლით), ხანგრძლივი სეზონური ფაქტორები (ტემპერატურა, ნალექები, მზის რადიაცია), ასევე ხანმოკლე ცვლილებები (ზღვის მოქცევის პერიოდულობა, პლანქტონის ბიომასის გამრავლება და სხვა);

8. სინჯების რაოდენობის განსაზღვრისას, წყლის ხარისხის ადეკვატური შეფასების მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს ზღვის მოცემულ მონაკვეთში მიმდინარე ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესები.

9. სინჯების აღება არ უნდა წარმოებდეს ექსტრემალურ პირობებში (ამინდი, წელიწადის დრო, ზღვის მოქცევის შეცვლა მიქცევით და სხვა). ზღვის მოქცევისას და სანაპირო წყლებიდან სინჯები აღებული უნდა იქნეს საათობრივი (ან უფრო დიდი) ინტერვალით, მოქცევის ციკლის შემდეგ.

10. ზედაპირული წყლის სინჯის ასაღებად ჭურჭელს ან ბოთლს წინასწარ უნდა გამოევლოს ზღვის წყალი, ჩაიყურსოს წყლის ქვეშ დინების ან ქარის მიმართულებით. სინჯის აღებისას ოპერატორმა უნდა ისარგებლოს რეზინის ხელთათმანებით. ასაღები ჭურჭელი აღჭურვილი უნდა იქნეს საცობით, რომელიც გაიხსნება წყლის ქვეშ. ასევე მიზანშეწონილია სხვადასხვა მექანიკური სინჯამღებების გამოყენება, რომელიც მოცემულია VII თავში.

11. ზღვის წყლის ხარისხზე მონიტორინგისას, სინჯის ასაღებად მიზანშეწონილია ავტომატური მოწყობილობის გამოყენება, განსაკუთრებით ძლიერი ქარების დროს, როდესაც ზღვაში გასვლა სახიფათოა.

12. აღებული სინჯების ანალიზი უნდა ჩატარდეს შეძლებისდაგვარად ადგილზე სანაპიროს ლაბორატორიაში ან სამეცნიერო-კვლევითი გემის ბორტზე.

13. სინჯების შენახვა დასაშვებია ხანმოკლე დროის განმავლობაში 40C ტემპერატურაზე, წინასწარი გაფილტვრისა და კონსერვაციის შემდეგ.

14. ზღვის წყლის სინჯის აღება უნდა გაფორმდეს ოქმისა და მოკლე დასკვნების სახით.

ზღვის წყლის სინჯის აღების ოქმი

სინჯის აღების მიზანი ____________________________________________________________

აღების ადგილი ________ თარიღი _________________________________________________

განედი __________________გრძედი ___________ დრო _______________________________

აღების ადგილის აღწერა __________________________________________________________

ჰიდროგრაფიული პირობები _______________________________________________________

მოქცევის დახასიათება :

მიმართულება_______________მიახლოებითი სიჩქარე ________________________________

წყლის მაღალ დონეზე დგომის დრო ________________________________________________

წყლის დაბალ დონეზე დგომის დრო ________________________________________________

ამინდი:

ქარის მიმართულება ____________ ძალა ____________________________________________

ღრუბლიანობა ____________________ ზღვის მდგომარეობა_____________________________

სინჯის აღების ადგილზე ჩასატარებელი განსაზღვრებები

სიღრმე, მ

ტემპერატურა,0C

გახსნილი ჟანგბადი, %

სინჯი

ნომერი

დრო

აღების მეთოდი __________________________________________________________________

სინჯის ასაღები მოწყობილობის ტიპი _________________________________________________

სინჯის შენახვისა და კონსერვაციის მეთოდები _________________________________________

_______________________________________________________________________________

სიღრმის პროფილი _______________________________________________________________

სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) ____________________________________

შენიშვნა: ________________________________________________________________________

______________________________________________________________________________