1. ბუნებრივი და ხელოვნური ტბების წყლებში, მოტივტივე ნივთიერებების შემცველი ზედაპირული ფენებიდან სინჯის აღების დროს, გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური სინჯამღებები.
2. სივრცეში სინჯის აღების ადგილების სწორი განაწილება შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ წანასწარი სამუშაოების შესრულებით, რომლის დროსაც შერჩეულ უნდა იქნეს დიდი რაოდენობით აღების წერტილები, მიღებული ინფორმაციის სტატისტიკური შეფასების მიზნით.
3. ტბაში წყლის დინების გავლენის შესაფასებლად გამოყენებული უნდა იქნეს კვლევის სპეციალური პროგრამა.
4. თუ ტბა შედგება რამდენიმე აუზისაგან ან გააჩნია რთული სანაპირო ზოლი და ჰორიზონტალური მიმართულებით მნიშვნელოვანი არაერთგვაროვნება (უმეტესად ხელოვნურად მოწყობილი), ამ არაერთგვაროვნების საზღვრების დასადგენად, აუცილებელია სინჯის აღების რამდენიმე წერტილის განსაზღვრა და წინასწარი გამოკვლევების შესრულება. მიღებული მონაცემებით შესაძლებელია სინჯის აღების ყველაზე ეფექტური ადგილების განლაგებისა და მათი რაოდენობის დადგენა.
ა) ჰორიზონტალური მიმართულებით მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი ტბისთვის, საკმარისია ტბის ყველაზე ღრმა ნაწილიდან სინჯის აღების ერთი წერტილის შერჩევა;
ბ) სინჯის აღების წერტილები ზუსტად უნდა განისაზღვროს და აუცილებლობის შემთხვევაში მოინიშნოს ტივტივებით;
გ) თუ წყალსატევის დიდი ზედაპირის გამო ტივტივების გამოყენება შეუძლებელია, აღების წერტილების ზუსტი განსაზღვრისათვის გამოიყენება ნავიგაციური მოწყობილობა.
5. სპეციალური გამოკვლევებისათვის სინჯების აღება უნდა წარმოებდეს ერთხელ ან რამდენჯერმე წყლის ობიექტის იმ წერტილებში, სადაც აღინიშნება უჩვეულო მოვლენა. უნდა მოხდეს ამ წერტილების ზუსტი იდენტიფიცირება და შეძლებისდაგვარად სინჯის აღების ოქმს უნდა დაერთოს სურათი ან რუკა.
6. ბუნებრივ და ხელოვნურ ტბებში წყლის ხარისხის ვერტიკალური არაერთგვაროვნების, ასევე ფსკერის ნადების გავლენისა და მყარი ნაწილაკების დალექვის გამო, წყლის წინასწარი გამოკვლევებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გამზომი ხელსაწყოებით აღჭურვილი სინჯამღებები (ტემპერატურის, გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაციის, ელექტროგამტარობის, სიმღვრივის, ქლოროფილის ფლუორესცენციის გასაზომად), რომლებიც ხანმოკლე ინტერვალით უწყვეტი დაკვირვების შესაძლებლობას იძლევიან, ასევე განსაზღვრული უნდა იქნეს სინჯის აღების სიღრმე წყლის ხარისხის ვერტიკალური არაერთგვაროვნების დასადგენად.
7. ღრმა წყალსატევებში წყლის შესაძლო შიდაცირკულაციის გამო გამოყენებულ იქნეს ისეთი სინჯამღებები, რომლებიც ერთდროულად იხსნება და იხურება.
8. ბუნებრივ და ხელოვნურ წყალსატევებში, წლის განმავლობაში წყლის ხარისხის სეზონური ცვლილების გამო, აღების სიხშირე დამოკიდებულია კვლევის პროგრამაზე. დასაშვებია:
ა) წყლის ხარისხის დახასიათებისათვის ერთეულ აღებებს შორის ერთთვიანი ინტერვალი;
ბ) აღებებს შორის მინიმალური ერთკვირიანი ინტერვალი;
გ) წყლის ხარისხის ექსპრესანალიზის ჩასატარებლად, სინჯის აღება დღეში ერთხელ ან უფრო ხშირად.
9. დღის განმავლობაში წყლის ხარისხის ცვალებადობის გამო, სინჯის აღება უნდა წარმოებდეს ერთსა და იმავე დროს, ამ გავლენის შემცირების მიზნით.
ა) დღის განმავლობაში წყლის ხარისხის ცვალებადობის სპეციალური შესწავლის მიზნით, სინჯის აღება უნდა წარმოებდეს ყოველ 2-3 სთ-ში ერთხელ.
10. სინჯის აღების ტიპის შერჩევა დამოკიდებულია აღების მიზანსა და პროგრამაზე. კერძოდ:
ა) წყლის ხარისხის სპეციალური კონტროლისათვის, უმეტეს შემთხვევაში, წარმოებს წერტილოვანი სინჯების აღება;
ბ) წყლის ხარისხზე მონიტორინგისათვის ჩვეულებრივ აღებული უნდა იქნეს ერთეული სინჯების სერია, შესაძლებელია შედგენილი სინჯების გამოყენებაც;
გ) სინჯის ღირებულების შემცირების მიზნით, დასაშვებია შედგენილი სინჯების აღება, რაც წარმოდგენას იძლევა წყლის მხოლოდ გაშუალებულ შედეგებზე და არა მის ექსტრემალურ მნიშვნელობებზე ან ხარისხის ცვლილებაზე;
დ) შესაძლებელია მე-10 პუნქტის ბ) და გ) ქვეპუნქტებში მოცემული სინჯის აღების ორივე ტიპის გამოყენება დროის ხანმოკლე შუალედში შედგენილი სინჯებისა და დროის უფრო ხანგრძლივ შუალედში სინჯების სერიის მისაღებად.
11. აღებული სინჯების კონსერვაცია უნდა წარმოებდეს 1-ლი დანართის, მე-2-7 ცხრილებში მოცემული და ანალიზის მეთოდზე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
12. სინჯის შედგენილობის ცვლილების თავიდან აცილების მიზნით, ლაბორატორიაში მიტანილი სინჯები აუცილებელად უნდა შემოწმდეს, თუ რამდენად მჭიდროდ არის დალუქული და დაცული სინათლისა და სითბოს ზემოქმედებისაგან.
13. ბუნებრივი და ხელოვნური ტბებიდან სინჯის აღების ოქმი უნდა გაფორმდეს ოქმის სახით.
ბუნებრივი და ხელოვნური ტბებიდან წყლის სინჯის აღების ოქმი
სინჯის აღების მიზანი_______________________________________________________________
აღების ადგილი ____________________________________________________________________
_________________________________________________________________________________
თარიღი: დღე ______________ თვე ________ წელი ______________________________________
წყლის დონე_____________ მოცულობა ________________________________________________
აღების დრო: დასაწყისი _______________ დასასრული ___________________________________
აღების მეთოდი____________________________________________________________________
სინჯის ასაღები მოწყობილობის ტიპი___________________________________________________
სიღრმის მიხედვით შედგენილი სინჯი__________________________________________________
სინჯების სერია სხვადასხვა სიღრმიდან ________________________________________________
სიღრმიდან შედგენილი სინჯის აღების შემთხვევაში:
სინჯის აღება ________________ მ_დან _________ მ_მდე ________________________________
დაკვირვებები სინჯის აღების ადგილზე:
გაყინული ზედაპირით ______________ ან მის გარეშე ________ თოვლის საფარის არსებობა _______________________________________________________________________________
სიღვრივე, გამოწვეული გახსნილი ნაწილაკებით _____ (პლანქტონი) _______________________
ფერი ____________________ სუნი _________________________________________________
წყალმცენარეები _____________ ზედაპირის ქვეშ (წყლის ქვეშ გაზრდილი)
ერთად ან ნაწილობრივ მცურავი ან მოცილებული ნაპირებიდან (ამოტივტივებადი)
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
შენაკადების ხარჯის შეფასება:
(მაღალი, საშუალო, დაბალი) _______________________________________________________
ამინდი _________________________________________________________________________
ჰაერის ტემპერატურა ____________________________________________________________
ქარის სიჩქარე ___________________________________________________________________
ქარის მიმართულება _____________________________________________________________
ღრუბლიანობა __________________________________________________________________
შენიშვნა: ______________________________________________________________________
გაზომვები სინჯის აღების ადგილზე:
წყლის ტემპერატურა _______________ pH___________________________________________
სინჯის დამუშავებისა და კონსერვაციის მეთოდები ____________________________________
______________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) ___________________________________
შენიშვნა: ___________________________________________________________________