1. გრუნტის წყლიდან აღებული ნიმუშები უნდა ასახავდეს წყლის შედგენილობის ცვლილებას დროის, ფართობისა და წყალშემცველი ჰორიზონტის სიღრმის მიხედვით.
2. სინჯის აღების წინ უნდა წარმოებდეს ჭაბურღილიდან არანაკლებ მისი მოცულობის ტოლი წყლის რაოდენობის ამოტუმბვა და მხოლოდ ამის შემდეგ აღებული უნდა იქნეს სინჯები, ჭაბურღილში, მთელი წყალშემცველი ფენისაგან განსხვავებული, სხვადასხვა მინარევის კონცენტრირების შესაძლებლობის გამო.
3. სინჯის აღების მეთოდის (ამოტუმბვა და სიღრმიდან აღება) შერჩევა უნდა მოხდეს აღების ადგილზე, ბუნებრივი პირობებიდან (მიწისქვეშა დინებები, გრუნტის წყლების ხასიათი და ა.შ.) გამომდინარე.
4. ამოტუმბვის მეთოდით სინჯის აღება უნდა წარმოებდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გრუნტის წყლის შედგენილობა სიღრმეზე არ იცვლება, ან როდესაც წყალშემცველი ფენის ჯამური შედგენილობის ინტეგრალური ნიმუშის მიღება საკმარისია სიმაღლის მიხედვით. სინჯის აღების წინ აუცილებელია ჭაბურღილში მდგარი მთელი წყლის წინასწარი ამოტუმბვა.
5. სიღრმიდან აღებისას უნდა მოხდეს გარკვეულ სიღრმეზე სინჯამღების ჩაშვება, წყლით შევსება და ამოღება. ჭაბურღილში სხვადასხვა დინების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მიღებული შედეგების ცდომილება მოცემულ წერტილში, რის გამოც ამ მეთოდის გამოყენება შეზღუდულია.
6. იმ შემთხვევაში, თუ სინჯის აღების ორივე ზემოთ აღნიშნული მეთოდი მიუღებელია, დასაშვებია სინჯის აღების სხვადასხვა მეთოდის გამოყენება „in situ“: ფორიანი ფინჯნები, პიეზომეტრები, ქანების ნიმუშების აღება, შემდგომში ვაკუუმტუმბოთი ამოქაჩვით ან გაზების გამოდევნით.
7. ნიმუშების ტრანსპორტირება, კონსერვაცია და შენახვა უნდა წარმოებდეს 1-ლი დანართის, მე 2–7 ცხრილების მოთხოვნების შესაბამისად.
8. ტემპერატურისა და წნევის ცვალებადობამ, ატმოსფერულ ჰაერთან კონტაქტმა, შესაძლებელია შეცვალოს მიწისქვეშა წყლების ნიმუშების ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური შედგენილობა, ამიტომ მიწისქვეშა წყლების ნიმუშები შენახული უნდა იქნეს და ანალიზი ჩაუტარდეს ჰაერთან კონტაქტის გარეშე. გაზომვათა მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობა აუცილებლად უნდა შესრულდეს „in situ“ ან ნიმუშის ამოღებისთანავე. ასეთი პარამეტრებია: pH, t0C, ელექტროგამტარობა, ელექტროქიმიური პოტენციალი, ტუტიანობა, გაზების შემცველობა.
სინჯის ხანგრძლივად შენახვის აუცილებლობისას, უნდა მოხდეს მისი ფილტრაცია, გაცივება 40C-ტემპერატურამდე ან გაყინვა - 200C-მდე.
10. სინჯის აღებისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები:
ა) აუცილებელია აღების ადგილზე ჭაბურღილის გარშემო ნაკვეთის გამაგრება;
ბ) აღებას უნდა ესწრებოდეს მინიმუმ ორი ადამიანი;
გ) აუცილებელია ჭაბურღილში ცხელი და ფეთქებადი გაზების არსებობის დროული გამოვლენა;
დ) თავიდან აცილებული უნდა იქნეს ჭაბურღილის მიდამოს დაბინძურება;
ე) ოპერატორები, რომლებიც აწარმოებენ სინჯის აღებასა და ნიმუშის ანალიზს, უნდა გადიოდნენ რეგულარულ სამედიცინო შემოწმებას, ძლიერ დაბინძურებულ გარემოსა და მომწამვლელ გაზებთან შესაძლო კონტაქტის გამო.
11. გრუნტის წყლის სინჯის აღება უნდა გაფორმდეს ოქმის სახით.
გრუნტის წყლის სინჯის აღების ოქმი
სინჯის აღების მიზანი____________________________________________________________
აღების ადგილი _________________________________________________________________
თარიღი: დღე _________________თვე_____________ წელი ____________________________
აღების დრო: __________ დასაწყისი ___________ დასასრული __________________________
აღების წერტილი_________________________________________________________________
წყალშემცველი ფენის აღწერა_______________________________________________________
აღების მეთოდი _________________________________________________________________
სინჯის ასაღები მოწყობილობის ტიპი ________________________________________________
ტუმბოს მოთავსება/მოთავსების სიღრმე______________________________________________
წყალშემცველი ფენის წყლის დონე___________________________________________________
აღების სიღრმე ___________________________________________________________________
სინჯის ტიპი_____________________________________________________________________
სინჯის დამუშავებისა და კონსერვაციის მეთოდები_____________________________________
შენახვისა და ტრასპორტირების პირობები_____________________________________________
სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) ____________________________________
________________________________________________________________________________
შენიშვნა:_______________________________________________________________________
_____________________________________________________________________________