1. სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების სინჯის აღების მიზანია: ნახმარ წყლებში დამაბინძურებლების კონცენტრაციის განსაზღვრა, დამაბინძურებლების შესაძლო წყაროების დადგენა და გამწმენდი ნაგებობების მუშაობის ეფექტურობის შეფასება.
2. სინჯის აღების პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ კონკრეტულ მიზნებს:
ა) ჩამდინარე წყლების ნაკადში დამაბინძურებლის კონცენტრაციის განსაზღვრა;
ბ) ჩამდინარე წყლებში შეტანილი დამაბინძურებლის მასის განსაზღვრა;
გ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი სადგურების პროექტირებისათვის საწყისი მონაცემების განსაზღვრა;
დ) ჩამდინარე წყლებში დამაბინძურებლის კონცენტრაციის დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
ე) ჩამდინარე წყლების ნაკადის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილების დადგენა დღის, კვირის, თვისა და წლის განმავლობაში.
3. სინჯის ასაღებმა მოწყობილობამ არ უნდა გამოიწვიოს ნიმუშის შედგენილობის ცვლილება (ადსორბციის, აორთქლებისა და სხვ. გამო) და ჭურჭელში (კონტეინერში) გარეშე სხვა ნივთიერებების მოხვედრა.
4. ასაღებად გამოიყენება ვედრო, ფართოყელიანი ბოთლები, ხაპია და სხვადასხვა კონსტრუქციის ავტომატური მოწყობილობა.
ა) დასაშვებია პლასტიკური მასალისაგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენება;
ბ) ნავთობის, ნახშირწყალბადების, სარეცხი საშუალებებისა და პესტიციდების განსაზღვრისათვის სინჯის ასაღებად გამოყენებული უნდა იქნეს მინის ჭურჭელი.
5. სინჯამღების ტიპის შერჩევისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი წესები:
ა) თხიერი სინჯის აღების მინიმალურმა სიჩქარემ უნდა შეადგინოს 0,5 მ/წმ (ფაზების გაშრევების თავიდან აცილების მიზნით);
ბ) აღებათა შორის ინტერვალი რეკომენდებულია 5 წუთიდან 1 საათამდე;
გ) სინჯის მოცულობის გაზომვის სიზუსტე არანაკლებ 5% უნდა იქნეს.
6. სინჯის აღების ადგილის შერჩევა უნდა წარმოებდეს ნაკადის მაღალი ტურბულენტობის ადგილებში (თუ ტურბულენტობა არ არის, უნდა შეიქმნას ხელოვნურად), წარმოების ტექნოლოგიური სქემის გათვალისწინებით.
7. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ზედაპირზე მოცურავე ნაგვის ხარისხობრივი განსაზღვრა, სინჯის აღება უნდა წარმოებდეს ზედაპირული ფენიდან.
8. ნახმარი წყლების ნიმუშების აღება უნდა მოხდეს დროის განსაზღვრულ შუალედებში. ნიმუშების აუცილებელი რაოდენობის შერჩევა უნდა წარმოებდეს სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე.
9. ერთი რთული ნიმუშის (სხვადასხვა ულუფის შერევით მიღებული ნიმუშის) აღების დრო შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. აღების ხანგრძლივობა შესაძლებელია შეიზღუდოს ნიმუშში ნივთიერებების სტაბილურობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ ნიმუში შეიცავს ორგანულ კომპონენტებს, აღების ხანგრძლივობამ არ უნდა გადააჭარბოს 24 საათს.
10. ჩამდინარე წყლის სინჯის აღება უნდა გაფორმდეს ოქმისა და მოკლე დასკვნების სახით.
სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნახმარი წყლების სინჯების აღების ოქმი
სინჯის აღების მიზანი ____________________________________________________________
აღების თარიღი _____ დღე______ თვე_______ წელი __________________________________
აღების ადგილი _________________________________________________________________
აღების მეთოდი:
დროის მიხედვით შედგენილი ნიმუში ______________________________________________
დინების მიხედვით შედგენილი ნიმუში_____________________________________________
სინჯის ასაღები მოწყობილობის ტიპი _______________________________________________
სინჯებს შორის ინტერვალი ან ნაკადი _______________________________________________
წუთი ან მ3
წერტილოვანი სინჯების მოცულობა ________________________________________________
აღების დასაწყისი ______________________________________________________________
თარიღი და დრო
აღების დასასრული ____________________________________________________________
თარიღი და დრო
შენახვისა და კონსერვაციის მეთოდი ______________________________________________
გაზომვები სინჯის აღების ადგილზე
განსაზღვრა
შედეგი
გაზომვის ერთეული
დრო
ხარისხზე კონტროლი ___________________________________________________________
სინჯის ამღები ოპერატორის ვინაობა (სახელი, გვარი) _________________________________
შენიშვნა _____________________________________________________________________
__________________________________________________________________________