1. ჩამდინარე  წყლების ჩაშვების წერტილში უნდა განხორციელდეს შემდეგი გაზომვები:

ა) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პარამეტრების უწყვეტი გაზომვა;

ბ) ჯამური შეწონილი ნაწილაკების ყოველდღიური წერტილოვანი ნიმუშების ანალიზი;

გ) ჩამდინარე წყლების 24-საათიანი ნაკადის პროპორციულ რეპრეზენტატიულ ნიმუშში ჩამოთვლილი დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ IV-ში მოცემული ცხრილის       მე-2-მე-10 პუნქტებთან მიმართებით, სულ მცირე, თვეში ერთხელ;

დ) დიოქსინებისა და ფურანების გაზომვა, სულ მცირე, ექვს თვეში ერთხელ. ამასთან, ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველი 12 თვის მანძილზე გაზომვები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ. სამინისტრო ადგენს პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების ან სხვა დამაბინძურებლების გაზომვის პერიოდებს მათი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების დადგენის შემდგომ.

2. დამაბინძურებლების მონიტორინგი გაწმენდილ ჩამდინარე წყლებში და გაზომვების სიხშირე განისაზღვრება დადგენილი ჩაშვების პირობებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

3. ითვლება, რომ ჩამდინარე ზედაპირული წყლის ობიექტში ემისიის ზღვრული მნიშვნელობა დაცულია, თუ:

ა) ჯამური შეწონილი მყარი ნაწილაკების შემთხვევაში, გაზომილი სიდიდეების 95% და 100% არ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ  IV-ში წარმოდგენილი შესაბამისი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს;

ბ) მძიმე ლითონების შემთხვევაში, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ  IV-ით განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს აღემატება ერთ წელიწადში ჩატარებული გაზომვების არაუმეტეს ერთი შედეგისა ან თუ საწარმოს ოპერატორი ატარებს წელიწადში 20-ზე მეტი ნიმუშის ანალიზს და დანართ IV-ით განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებს აღემატება ნიმუშების არაუმეტეს 5%-ისა;

გ) დიოქსინებისა და ფურანების შემთხვევაში, წელიწადში ორჯერ ჩატარებული გაზომვები არ აღემატება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ  IV-ით განსაზღვრული ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებ