1. საწარმოს ოპერატორმა საწარმოს ექსპლუატაციისას უნდა უზრუნველყოს:

ა) ყველა ზომის მიღება ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების, სუნისა და მტვრის გავრცელებით, ხმაურითა და ტრანსპორტის მოძრაობით, ფრინველებით, მავნებლებითა და მწერებით, ხანძრებითა და საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა ასპექტებით გამოწვეული საფრთხეებისა და ზიანის თავიდან ასაცილებლად და მინიმუმამდე შესამცირებლად;

ბ) საწარმოს ტერიტორიის სათანადო დაცვა არაუფლებამოსილი პირების ტერიტორიაზე შესვლისა და მათ მიერ არასანქცირებული ქმედებების განხორციელების თავიდან ასაცილებლად;

გ) სათანადო პერსონალის ყოლა და სათანადო აღჭურვილობის ქონა, საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ნარჩენების შენახვის შედეგად ან ნარჩენების შემგროვებელი მანქანების მიერ შემთხვევით დაყრილი ნარჩენების შესაგროვებლად;

დ) ნარჩენების მისაღებად საწარმოს ტერიტორიაზე სპეციალური ადგილების გამოყოფა და ნარჩენების მიღების ადგილებამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კონტროლი;

ე) მიღებული და დამუშავებული ნარჩენების აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილების შესაბამისად;

ვ) საწარმოს ყველა სისტემისა და პროცესის ეფექტიანი ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება;

ზ) საწარმოსა და მის ტერიტორიაზე არსებული ყველა სისტემისა და პროცედურის უსაფრთხოება საწარმოს პერსონალისა და სხვა პირებისათვის;

თ) შიდა მისასვლელი გზების ტექნიკური მომსახურება, ნარჩენების მიღების პროცესის ოპტიმიზაციისა და საწარმოს ტერიტორიაზე მისასვლელ გზებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე ნარჩენების შემთხვევითი დაყრის თავიდან ასაცილებლად;

ი) სტატისტიკური მიზნებისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და ანგარიშების წარდგენა.

2. საწარმოო ნაშთის დამუშავების ან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კონტროლის სისტემების რომელიმე მნიშვნელოვანი კომპონენტის გაუმართაობის შემთხვევაში, საწარმოს ოპერატორი ვალდებულია, ნორმალური საექსპლუატაციო რეჟიმის აღდგენამდე შეაჩეროს საწარმოს მუშაობა.

თავი V

ატმოსფერულ ჰაერში ემისიის, ჩამდინარე  წყლებისა და საწარმოო ნაშთის მართ