1. საწარმომ უნდა უზრუნველყოს მონიტორინგისა და საზომი აღჭურვილობის მონტაჟი და სათანადო ტექნოლოგიების გამოყენება ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესისათვის კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი პარამეტრების, პირობებისა და მასური კონცენტრაციების მონიტორინგის მიზნით.

2. გაზომვების მიმართ მოთხოვნები განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ით.

3. ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ავტომატური მონიტორინგის აღჭურვილობის მონტაჟი და ექსპლუატაცია საწარმოს მიერ ექვემდებარება ხარისხის კონტროლსა და სტანდარტების შესაბამისობის ყოველწლიურ შემოწმებას, საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. კალიბრაცია უნდა განხორციელდეს პარალელური გაზომვებით ეტალონური მეთოდების გამოყენებით, სულ მცირე, სამ წელიწადში ერთხელ. შესაბამისობის ყველა შემოწმება უნდა იყოს განსაზღვრული კონტროლისა და მონიტორინგის გეგმაში.

4. ემისიის უწყვეტი მონიტორინგისთვის ნიმუშების აღების ან გაზომვების ადგილები განისაზღვრება სამინისტროს მიერ.

5. ატმოსფერულ ჰაერში ემისიის პერიოდული გაზომვა უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ V-ის შესაბამისა