1. საწარმოს ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს საწარმოს ექსპლუატაციასა და ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული პერსონალის საწყისი და პერიოდული სწავლება, აგრეთვე მათი კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, საწარმოსა და მათი სისტემების სათანადო ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
2. საწარმოს პერსონალის სავალდებულო სასწავლო კურსებმა უნდა მოიცვას, სულ მცირე, შემდეგი საკითხები:
ა) საწარმოს ან მისი ცალკეული სისტემების მართვა, მათ შორის, ნარჩენების მიღებისა და კლასიფიკაციის, ასევე საწარმოს/სისტემის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების პროცედურები;
ბ) გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის/უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებული ვალდებულებები და საწარმოს ოპერატორისა და საწარმოს პერსონალის პასუხისმგებლობა აღნიშნული ვალდებულებების შესრულების კუთხით.
3. საწარმოში სამუშაოდ პირები დაშვებულ უნდა იქნენ მხოლოდ სათანადო გაცნობითი ტრენინგის გავლისა და საწარმოს საექსპლუატაციო პროცედურებთან დაკავშირებით შესაბამისი ინსტრუქციების მიღების შემდე