1. საწარმო უნდა აღიჭურვოს საჭირო სისტემითა და ტექნიკით და ოპერირებდეს ისე, რომ ემისია არ აღემატებოდეს  ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ზღვრულ ნორმებს.

2. საწარმო უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს და იმართოს ისეთნაირად, რომ თავიდან იქნეს აცილებული ისეთი ემისია, რომელსაც შედეგად შეიძლება მოჰყვეს ატმოსფერული ჰაერის მნიშვნელოვანი დაბინძურება. კერძოდ, გაფრქვევის რეგულირება უნდა მოხდეს კონტროლირებად პირობებში და ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, საკვამლე მილის საშუალებით, რომლის სიმაღლე საკმარისი უნდა იყოს  ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

3. შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესის შედეგად წარმოქმნილი სითბოს გამოყენება.

4. ინფექციური სამედიცინო ნარჩენები პირდაპირ საწვავ ღუმელში უნდა მოთავსდეს. არ უნდა მოხდეს მათი შერევა სხვა კატეგორიის ნარჩენებთან და მაქსიმალურად უნდა იქნეს აცილებული პერსონალის ფიზიკური კონტაქტი ასეთი სახის ნარჩენებთა