1. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს, ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნისთვის, აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საწარმო − ნარჩენების ინსინერაციის საწარმო ან/და ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო;

ბ) ნარჩენების ინსინერაციის საწარმო − სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების თერმული დამუშავებისთვის, გამოყოფილი წვის სითბოს აღდგენით ან მისი აღდგენის გარეშე, ნარჩენების დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;

გ) ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმო − სტაციონარული ან მობილური ტექნიკური ობიექტი ან მოწყობილობა, რომლის ძირითადი დანიშნულება არის ენერგიის მიღება ან მატერიალური პროდუქტის წარმოება, რომელიც ნარჩენებს ძირითად ან დამატებით საწვავად იყენებს ან რომელშიც ნარჩენები თერმულად მუშავდება განთავსებისათვის, დაჟანგვით (ოქსიდაციით) ინსინირების გზით, აგრეთვე სხვა თერმული დამუშავების პროცესით, როგორიცაა პიროლიზი, გაზიფიკაცია ან პლაზმური დამუშავება, თუ ამ პროცესის შედეგად მიღებული ნივთიერებები ინსინირებულია;

დ) ინსინერაციის ან თანაინსინერაციის არსებული საწარმო −  ინსინერაციის ან თანაინსინერაციის საწარმო, რომელიც არსებობს 2020 წლის 1 სექტემბრამდე;

ე) ნომინალური სიმძლავრე − ინსინერაციის საწარმოში არსებული ყველა საინსინერაციო ღუმელის სიმძლავრეების ჯამი, რომელიც დადგენილია მწარმოებლის მიერ ნარჩენების კალორიულობის გათვალისწინებით, დადასტურებულია ოპერატორის მიერ და გამოსახულია ერთ საათში ინსინირებული ნარჩენების რაოდენობით;

ვ) ემისია − საწარმოში არსებული დაბინძურების წყაროდან ან წყაროთა ჯგუფიდან ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ნივთიერებების, ვიბრაციის, სითბოს ან ხმაურის პირდაპირი ან არაპირდაპირი გავრცელება;

ზ) ემისიის ზღვრული მნიშვნელობა − ნივთიერების კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელიც არ უნდა იქნეს გადაჭარბებული დროის გარკვეულ პერიოდში ან პერიოდებში, ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად;

თ) დიოქსინები და ფურანები − ყველა პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები და დიბენზოფურანები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ტექნიკური რეგლამენტის  დანართ I-ში;

ი) საწარმოო  ნაშთი − თხევადი ან მყარი მასალა (მათ შორის, ნაცარი, წიდა, ფერფლი, მტვერი, აირების გაწმენდის შედეგად მიღებული მყარი პროდუქტი, ჩამდინარე წყლების გაწმენდის შედეგად მიღებული შლამი, გამოყენებული კატალიზატორები და აქტივირებული ნახშირი), რომელიც წარმოიქმნება საწარმოში ინსინერაციის ან თანაინსინერაციის პროცესის, გაფრქვევებისა და ჩამდინარე  წყლების ან სხვა პროცესების შედეგად;

კ) ნარჩენების ნუსხა − „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს №426 დადგენილების დანართ II-ით განსაზღვრული ნარჩენები;

ლ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება − გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემული გადაწყვეტილება;

მ) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისა