1. საწარმოს ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურებისათვის საჭირო დამხმარე ნაგებობები უნდა განისაზღვროს საწარმოს ტერიტორიისა და კონფიგურაციის, გამოყენებული სისტემების, დღიურად მიღებული ნარჩენების რაოდენობის, ნარჩენების დამუშავების ტექნოლოგიებისა და მეთოდების და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების საფუძველზე.

2. საწარმოს ტერიტორია დაცული უნდა იყოს ღობით და კონტროლირებული შესასვლელით ისეთი ფიზიკური დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ტერიტორიაზე თავისუფლად შეღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს. კონტროლირებული შესასვლელები უნდა იყოს სათანადო სამუშაო მდგომარეობაში, საწარმოს ექსპლუატაციის მთლიანი ციკლის განმავლობაშ