1. ინსინერაციის საწარმო უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და იმართოს ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს საწარმოს გაფრქვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით დადგენილი ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბებას.
2. თანაინსინერაციის საწარმო უნდა დაპროექტდეს, აღიჭურვოს, აშენდეს და იმართოს ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს საწარმოს გაფრქვევაში ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ III-ით დადგენილი/განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბებას.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც თანაინსინერაციის საწარმოს მიერ გამოყოფილი სითბოს 40%-ზე მეტი წარმოიქმნება სახიფათო ნარჩენების დამუშავების შედეგად ან საწარმოში ხდება დაუმუშავებელი შერეული მუნიციპალური ნარჩენების თანაინსინერაცია, აუცილებელია ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ II-ით დადგენილი ზღვრული მნიშვნელობებით ხელმძღვანელობა.
4. დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიის ზღვრული მნიშვნელობები დგინდება იმ წერტილში, საიდანაც ემისია ტოვებს დანადგარის ფარგლებს. აღნიშნული ზღვრული მნიშვნელობების დადგენის დროს მხედველობაში არ მიიღება აღნიშნულ წერტილამდე მავნე ნივთიერებებისთვის მომხდარი განზავება.
5. აუცილებელია ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან შესაბამისობის შესამოწმებლად ჩატარებული გაზომვების შედეგების სტანდარტიზაცია, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართების გათვალისწინები