1. საწარმოს ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო ნაშთის რაოდენობა და სახიფათოობა მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული. შესაძლებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს აღნიშნული ნარჩენების რეციკლირება საწარმოში ან მის ფარგლებს გარეთ, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე.
2. ისეთი მშრალი საწარმოო ნაშთის (ნამწვი და გაფრქვევის გაწმენდის შედეგად მიღებული მშრალი ნარჩენები (ნაცარი)) ტრანსპორტირება და დროებითი შენახვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ნარჩენის გარემოში მოხვედრა.
3. საწარმო და სისტემები უნდა დაპროექტდეს ისე, რომ უშუალო კონტაქტი ნარჩენების დამუშავების შედეგად წარმოქმნილ საწარმოო ნაშთთან მინიმალური იყოს.
4. საწარმოო ნაშთის განთავსების ან რეციკლირების მეთოდის განსაზღვრამდე, სათანადო ანალიზების ჩატარების გზით, აუცილებელია მათი ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების დადგენა ინსინერაციის შედეგად წარმოქმნილი სხვადასხვა სახის ნარჩენების დაბინძურების პოტენციალის გასარკვევად. ანალიზი უნდა ჩაუტარდეს საწარმოო ნაშთის როგორც ჯამურ ხსნად ფრაქციას, ასევე მძიმე ლითონების ხსნად ფრაქციას.
კონტროლი და მონიტორინ