საწარმოს ოპერატორი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშების მომზადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) აუცილებელია გაზომვების შედეგების დაფიქსირება, დამუშავება და სამინისტროში იმ სახით წარდგენა, რომელიც სამინისტროს მისცემს შესაძლებლობას, დაადგინოს საწარმოს ექსპლუატაციის შესაბამისობა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ემისიის ზღვრულ მნიშვნელობებთან, დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) იმ შემთხვევაში, თუ გაზომვების შედეგად გამოვლინდება ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ემისიის ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება, აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტრო