1. საწარმოს ოპერატორი ვალდებულია:
ა) მიიღოს უსაფრთხოების ყველა ზომა საწარმოში ნარჩენების მიტანის, მიღებისა და შენახვის დროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების, მათ შორის, ჰაერის, ნიადაგის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების, ასევე სუნისა და ხმაურის და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენების სხვა ნებისმიერი რისკის თავიდან აცილების ან შეძლებისდაგვარად შემცირების მიზნით;
ბ) ნარჩენების მიღებამდე დაადგინოს ნარჩენების თითოეული კატეგორიის რაოდენობა, ნარჩენების ნუსხის მიხედვით;
გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა დოკუმენტის მიღება და შემოწმება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვალდებულება არ ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ საკუთარი ნარჩენების ინსინერაციას ან თანაინსინერაციას აღნიშნული ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე და აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებ