1. დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დიოქსინებისა და ფურანების, ჯამური ორგანული ნახშირბადის, ქლორწყალბადისა და ფტორწყალბადის მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ასევე  ინსინერაციისა და თანაინსინერაციის არსებული საწარმოებისთვის ჩამდინარე წყალსა და ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ნორმირებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული  დიოქსინებისა და ფურანების,  ჯამური ორგანული ნახშირბადის, ქლორწყალბადისა და ფტორწყალბადის მონიტორინგთან დაკავშირებული მოთხოვნები, ასევე ინსინერაციისა და თანაინსინერაციის არსებული საწარმოებისთვის ჩამდინარე წყალსა და  ატმოსფერულ ჰაერში ემისიის ნორმირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები

თავი I

ზოგადი დებულებები