1. ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობები (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) ადგენს ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოს პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ერთიან ტექნიკურ მოთხოვნებს.

2. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ექსპერიმენტულ საწარმოებზე, რომლებიც გამოიყენება ინსინერაციის პროცესების გაუმჯობესებისკენ მიმართული სამეცნიერო, კვლევითი და საცდელი საქმიანობებისთვის და რომლებიც ამუშავებენ წელიწადში 50 ტონაზე ნაკლებ ნარჩენს;

ბ) იმ საწარმოებზე, რომლებიც ამუშავებენ მხოლოდ:

ბ.ა) სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებულ მცენარეულ ნარჩენებს;

ბ.ბ) საკვების გადამამუშავებელი მრეწველობიდან მიღებულ მცენარეულ ნარჩენებს იმ შემთხვევაში, თუ ხდება წარმოქმნილი სითბოს აღდგენა;

ბ.გ) ცელულოზის წარმოებისას ან ცელულოზიდან ქაღალდის წარმოებისას მიღებულ ბოჭკოვან მცენარეულ ნარჩენებს, თუ თანაინსინერაცია ხდება მათი წარმოქმნის ადგილზე და ადგილი აქვს სითბოს აღდგენას;

ბ.დ) ხე-ტყის ნარჩენებს (გარდა ისეთი ნარჩენებისა, რომლებიც დამცავი საშუალებებით დამუშავების ან დაფარვის შედეგად შეიძლება შეიცავდნენ ჰალოგენირებულ ორგანულ ნაერთებს ან მძიმე ლითონებს და რომლებსაც ძირითადად მიეკუთვნება  მშენებლობის ან ნგრევის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები);

ბ.ე) კორპის ნარჩენებს;

ბ.ვ) რადიოაქტიურ ნარჩენებს;

ბ.ზ) ცხოველურ ნარჩენებ