ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №422 |
|
2015 წლის 11 აგვისტო ქ. თბილისი |
2. დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
ფორმა და შინაარსი
1. წინამდებარე დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირების მიერ ნარჩენების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის წარმოებისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე ანგარიშების წარდგენის წესს.
2. ნარჩენების აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების მიზანია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ სრული და საიმედო ინფორმაციის მიღება, რაც მიიღწევა მონაცემების ელექტრონული დოკუმენტირებისა და ანგარიშგების პროცედურების დადგენილი წესით და ასევე იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ვალდებულებების განსაზღვრით, რომლებიც წარმოქმნიან, აგროვებენ, გადაზიდავენ ან/და ამუშავებენ ნარჩენებს.
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს.
აღრიცხვა-ანგარიშგების განხორციელების ვალდებულება ეკისრებათ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს:
ა) რომელთა სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია ნარჩენების შეგროვებასთან, ტრანსპორტირებასთან ან/და დამუშავებასთან;
ბ) რომელთა საქმიანობის შედეგად, წლის განმავლობაში, 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენებისა) ან/და ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება.
1. აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების შევსება და სამინისტროში წარდგენა წარმოებს ელექტრონული ფორმით, ნარჩენების მონაცემთა ბაზაში.
2. ნარჩენების მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი ინსტრუქციები, მათი პრაქტიკაში გატარების მიზნით.
3. აღრიცხვა-ანგარიშგების ელექტრონულ ფორმებს და ნარჩენების მონაცემთა ბაზის ელექტრონული ფორმების შევსების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
1. ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, რისთვისაც ისინი ავსებენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.moe.gov.ge-ს მეშვეობით.
2. სამინისტრო 5 დღის ვადაში აგზავნის რეგისტრაციის დადასტურების შესახებ შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ჩაითვლება რეგისტრაციის ოფიციალურ დადასტურებად.
3. ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ, რეგისტრირებულ პირს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი.
4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების დადგენილი წესით წარმოების შემოწმებას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის
პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.
ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი1. ნარჩენების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულოა მე-3 მუხლით განსაზღვრული პირებისათვის, რისთვისაც ისინი ავსებენ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმას სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.moe.gov.ge-ს მეშვეობით.
2. სამინისტრო 5 დღის ვადაში აგზავნის რეგისტრაციის დადასტურების შესახებ შეტყობინებას რეგისტრაციის ფორმაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც ჩაითვლება რეგისტრაციის ოფიციალურ დადასტურებად. 3. ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ, რეგისტრირებულ პირს ენიჭება მომხმარებლის სახელი და პაროლი. 4. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ აღრიცხვა-ანგარიშგების დადგენილი წესით წარმოების შემოწმებას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 6. პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის პირს დაეკისრება ნარჩენების მართვის კოდექსის 44-ე მუხლის შესაბამისად.