2. ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრამდე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან წარმოქმნილი ლექის უტილიზაცია დაექვემდებაროს ზოგად წესებს, რეგისტრაციას ან ავტორიზაციას.
3. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა ზედაპირულ წყლებში ლექის ჩაშვება გემებიდან ჩარეცხვით, მილსადენებიდან ჩამონადენით ან სხვა გზებით, ეტაპობრივად შეწყდეს.
4. მე-3 პუნქტში ნახსენები ჩაშვების ფორმების აღმოფხვრამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ზედაპირულ წყლებში ჩაშვებულ ლექში ტოქსიკური, მდგრადი ან ბიოაკუმულირებადი მასალების ჯამური ოდენობა ლიცენზირებული იყოს ჩასაშვებად და პროგრესულად შემცირდე