2. ხელისუფლების კომპეტენტურმა ორგანოებმა ან სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობიდან ჩამონადენი წყლების ჩაშვება დაექვემდებაროს წინასწარ რეგულაციებს და/ან საგანგებო ნებართვას.

3. მე-2 აბზაცის შესაბამისად გაცემული წინასწარი რეგულაციები და/ან საგანგებო ნებართვა ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან მტკნარ წყლებსა და ესტუარებში ჩაშვებაზე აგლომერაციების შემთხვევაში 2000-დან 10 000-მდე მოსახლეობის ეკვივალენტით, და ნებისმიერი სახის ჩაშვებაზე აგლომერაციების შემთხვევაში 10000 ან მეტი მოსახლეობის ეკვივალენტისთ, უნდა შეიცავდეს პირობებს, რომლებიც აკმაყოფილებს დანართის I B შესაბამის მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში მითითებული წესის შესაბამისად.

4. რეგულაციები და/ან ნებართვა უნდა გადაიხედოს და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი ადაპტირება რეგულარული ინტერვალები