2. ეს მოთხოვნა სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული, მიუთითებდეს არსებულ ტექნიკურ სირთულეებზე და შეიცავდეს სამოქმედო პროგრამის შეთავაზებას შესაბამისი განრიგით, რომელიც დაცული უნდა იქნეს წინამდებარე დირექტივის მიზნის განსახორციელებლად. ეს განრიგი უნდა შედიოდეს განხორციელების პროგრამაში, რომელიც მითითებულია მე-17 მუხლში.
3. მხოლოდ ტექნიკური მიზეზები ჩაითვლება მისაღებად და პირველ აბზაცში მითითებული გახანგრძლივებული პერიოდი არ უნდა გადაცდეს 2005 წლის 31 დეკემბერს.
4. კომისიამ უნდა განიხილოს აღნიშნული მოთხოვნა და მიიღოს შესაბამისი ზომები მე-18 მუხლში გაწერილი პროცედურის შესაბამისად.
5. გამონაკლის გარემოებებში, როდესაც შეიძლება იმის ჩვენება, რომ უფრო მაღალი დონის გაწმენდა არ იქნება გარემოსთვის სასარგებლო, ჩამდინარე წყლების ჩაშვება ნაკლებსენსიტიურ ზონებში იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 150 000-ზე მეტია, უნდა დაექვემდებაროს მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გაწმენდას, რომელიც განკუთვნილია ჩამდინარე წყლებისთვის იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-დან 150 000-მდეა.
ასეთ გარემოებებში წევრმა სახელმწიფომ კომისიას წინასწარ უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. კომისია შეისწავლის საქმეს და მიიღებს შესაბამის ზომებს მე-18 მუხლში გაწერილი პროცედურის შესაბამისა