1. „ურბანული ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყალს ან საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლისა და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ნარევს და/ან წვიმის წყალს;

2. „საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს ჩამდინარე წყალს საცხოვრებელი დასახლებებიდან და მომსახურებებიდან, რომელიც უმეტესად წარმოიშობა ადამიანის მეტაბოლიზმისა და შინასამეურნეო საქმიანობის შედეგად;

3. „სამრეწველო ჩამდინარე წყლები“ ნიშნავს ნებისმიერ ჩამდინარე წყალს, რომელიც ჩაშვებულია სავაჭრო ან სამრეწველო დანიშნულების შენობებიდან, საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლისა და წვიმის წყლის გარდა;

4. „აგლომერაცია“ ნიშნავს ტერიტორიას, სადაც მოსახლეობის და/ან ეკონომიკური საქმიანობის საკმარისი კონცენტრაციაა იმისთვის, რომ ურბანული ჩამდინარე წყლები შეგროვდეს და მიიმართოს ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისკენ ან საბოლოო ჩაშვების პუნქტისკენ;

5. „საკოლექტორო სისტემა“ ნიშნავს არხების სისტემას, რომელიც აგროვებს და მიმართულებას აძლევს ურბანულ ჩამდინარე წყლებს;

6. „1 p.e. (მოსახლეობის ეკვივალენტი)“ ნიშნავს ორგანულ ბიოდეგრადირებად დატვირთვას, რომელიც მოითხოვს ჟანგბადის ხუთდღიან ბიოქიმიურ მოთხოვნას (ჟბმ5) 60 გრამი ჟანგბადის ოდენობით თითოეულ დღეზე;

7. „პირველადი გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ფიზიკური და/ან ქიმიური პროცესის მეშეობით, რომელიც მოიცავს წყალში შეტივტივებული მყარი ნაწილაკების დალექვას, ან სხვა პროცესებს, სადაც შემომავალი ჩამდინარე წყლების ჟბმ5 ჩაშვებამდე შემცირებულია სულ მცირე 20 პროცენტით და შემომავალი ჩამდინარე წყლების საერთო შეტივტივებული მყარი ნაწილაკები შემცირებულია სულ მცირე 50%-ით.

8. „მეორადი გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას პროცესით, რომელიც ზოგადად მოიცავს ბიოლოგიურ გაწმენდას მეორადი დალექვით ან სხვა პროცესს, რომელიც ითვალისწინებს I დანართის 1-ლ ცხრილში წარმოდგენილ მოთხოვნებს;

9. „სათანადო გაწმენდა” ნიშნავს ურბანული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ნებისმიერი პროცესით და/ან წყალარინების სისტემით, რომელიც ჩაშვების შემდგომ, წყლის მიმღებ ობიექტებს აძლევს საშუალებას შეასრულოს ხარისხის შესაბამისი მიზნები და ამ და ევროგაერთიანების სხვა დირექტივების შესაბამისი დებულებები;

10. „ლექი” ნიშნავს ნარჩენ ლექს, გაწმენდილს თუ გაუწმენდავს, ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან;

11. „აითროფიკაცია” ნიშნავს წყლის ნუტრიენტებით გამდიდრებას, განსაკუთრებით კი აზოტის და/ან ფოსფორის ნაერთებით, რომლებიც იწვევს წყალმცენარეების და მცენარეთა უმაღლესი სახეობების დაჩქარებულ ზრდას და შესაბამისად წყალში არსებული ორგანიზმების ბალანსის არასასურველ დარღვევასა და წყლის ხარისხის გაუარესებას;

12. „ესტუარი” ნიშნავს მდინარის სათავესთან არსებულ გარდამავალ მონაკვეთს მტკნარ და სანაპირო წყლებს შორის. ამ დირექტივის მიზნებისთვის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ ესტუარების გარე საზღვრები (ზღვის მიმართულებით), როგორც განსახორციელებელი პროგრამის ნაწილი, მე-17 მუხლის 1-ლი და მე- 2 პუნქტების დებულებების შესაბამისად.

13. „სანაპირო წყლები“ ნიშნავს წყლებს დაბალი წყლების ჰორიზონტის გარეთ ან ესტუარის გარე საზღვრებზ