- არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებიდან გამომავალი ყველა სახის ჩაშვების შემთხვევაში, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი (p.e) აღემატება 15 000-ს,- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებიდან გამომავალი ყველა სახის ჩაშვების შემთხვევაში, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 10 000-დან 15 000-მდე მერყეობს,- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა მტკნარ წყალსა და ესტუარებში ჩაშვების შემთხვევაში იმ აგლომერაციებიდან, რომელთა მოსახლეობის ეკვივალენტი 2000-დან 10 000-მდე მერყეობს.
2. ურბანული ჩამდინარე წყლების ჩაშვება მაღალმთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მაღლა) არსებულ წყლებში, სადაც რთულია ეფექტური ბიოლოგიური წმენდა დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა პირველ აბზაცში აღწერილთან შედარებით ნაკლებად მკაცრ გაწმენდას დაექვემდებაროს იმის გათვალისწინებით, რომ დეტალური კვლევების თანახმად ასეთი ჩაშვება არ ახდენს უარყოფით გავლენას გარემოზე.
3. 1-ელ და მე-2 აბზაცებში აღწერილი ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებიდან ჩამონადენი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია დანართში I.B. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
4. მოსახლეობის ეკვივალენტით გამოსახული დატვირთის გამოთვლა ხდება გამწმენდ ნაგებობაში წლის განმავლობაში ყოველკვირეულად შემავალი დატვირთის მაქსიმალური საშუალო ოდენობის საფუძველზე, ისეთი განსაკუთრებული გარემოებების გარდა, როგორსაც იწვევს, მაგალითად, ძლიერი წვიმ