- არაუგვიანეს 2000 წლის 31 დეკემბრისა იმ შემთხვევაში, თუ მათი მოსახლეობის ეკვივალენტი (p.e) აღემატება 15 000-ს და
- არაუგვიანეს 2005 წლის 31 დეკემბრისა იმ შემთხვევაშ, თუ მათი მოსახლეობის ეკვივალენტი 2 000-დან 15 000-ს შორისაა.
- ურბანული ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად წყლის მიმღებ ობიექტებში, რომლებიც „სენსიტიურ ზონებად” მიიჩნევა მე-5 მუხლის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა საკოლექტორო სისტემების არსებობა უნდა უზრუნველყონ არაუგვიანეს 1998 წლის 31 დეკემბრისა იმ აგლომერაციებისთვის, სადაც მოსახლეობის ეკვივალენტი აღემატება 10 000-ს.
იქ, სადაც საკოლექტორო სისტემის დანერგვა არ არის გამართლებული იმის გამო, რომ მისი არსებობა გარემოსთვის სასარგებლო არ იქნება, ან იმიტომ, რომ ეს ზედმეტ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, გამოყენებული უნდა იქნეს ინდივიდუალური სისტემები ან სხვა შესაბამისი სისტემები, რომლებიც გარემოს დაცვის იმავე დონეს უზრუნველყოფს.
2. პირველ აბზაცში აღწერილი საკოლექტორო სისტემები უნდა აკმაყოფილებდეს დანართი I (A)-ს მოთხოვნებს. ამ მოთხოვნების შესწორება შესაძლებელია მე-18 მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისა