ურბანული განვითარების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სივრცით მოწყობასთან და მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში სამინისტროს მიერ სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (V კლასი) მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციის, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა დაწყებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ ამოქმედებამდე, აგრეთვე იმ ობიექტების, რომელთა მიმართაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ძალაში შესვლამდე დაწყებულია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა ან გაცემულია მშენებლობის ნებართვა, მაგრამ შენობა-ნაგებობა არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების ორგანიზება;
გ) „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაშენებელი სასტუმროების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების ორგანიზება;
დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებისა და სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების პროცესში მონაწილეობა;
ე) კანონმდებლობის შესაბამისად IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობის პროცედურების განხორციელების ორგანიზება;
ვ) მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოების მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ) სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ მშენებლობისათვის მშენებლობის თაობაზე შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურების ორგანიზება;
თ) სამინისტროს მიერ მშენებლობის ნებართვაგაცემული ობიექტების რეგისტრაციის უწყებრივი რეესტრის წარმოება;
ი) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში:
კ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ