ქონების პრივატიზების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) და სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის, აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (აქციები და წილები) აუქციონის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირ მიყიდვასთან, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვასთან/გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის (წერილის, სამართლებრივი აქტის პროექტი და სხვა) მომზადება;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული ან/და ხელისუფლების ორგანოს ან საჯარო სამართლის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თხოვნით, რომელსაც მოძრავი ნივთი სარგებლობაში აქვს გადაცემული ან/და ბალანსზე ერიცხება) პირდაპირ მიყიდვასთან, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვასთან/გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მთავრობის თავმჯდომარისათვის წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციის (წერილი, სამართლებრივი აქტის პროექტი და სხვა) მომზადება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (აქციები და წილები) პირდაპირ მიყიდვასთან, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირ მიყიდვასთან/გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისათვის წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციის (წერილი, სამართლებრივი აქტის პროექტი და სხვა) მომზადება;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) და მოძრავი ქონების (რომელიც არ არის სარგებლობაში გადაცემული) სასყიდლით, აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებების განხილვა და სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ი) ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების შემძენთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება და ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
კ) ქონების მოსარგებლის მიერ სარგებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით შემოსული კორესპოდენციების განხილვის შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
ლ) აუქციონში მონაწილე პირების მიერ გადახდილი „ბეს“ ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხების შესაბამის ანგარიშზე გადატანის ან/და სხვა პროცედურების განხორცილების უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
მ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ