ეკონომიკური ანალიზის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საფუძველზე;

ბ) რეგიონის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის/კონცეფციის შემუშავების პროცესში მონაწილეობა;

გ) ეკონომიკური კვლევების ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

დ) რეგიონში მოქმედი საბანკო-საფინანსო და არასაბანკო-საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის ანალიზი და შეფასება;

ე) რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

ვ) შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა ეკონომიკური ანალიზის საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა;

თ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ