ქონების მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) წინადადებების მომზადება კანონით დადგენილი წესით სახელმწიფო/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში პირველადი გადაცემის თაობაზე;
ბ) სახელმწიფო ორგანოსათვის, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანოსათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელსაც ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება, სასყიდლიანი აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობაში გაცემაზე თანხმობის მიცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) მუნიციპალიტეტისათვის/სახელმწიფოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
დ) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემისა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიების გატარება;
ე) სახელმწიფოსათვის გადმოცემული ქონების, ასევე უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების მიღებასთან დაკავშირებით შემოსული დოკუმენტაციის განხილვა და სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის/დარეგისტრირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორცილება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის გადმოცემული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღრიცხვა ან/და დარეგისტრირება;
ზ) დაინტერესებულ პირთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე საკუთარი ინიციატივით, დაურეგისტრირებელი უძრავი ქონების მოძიება და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის მიზნით ღონისძიებების გატარება;
თ) წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე;
ი) წინადადებათა მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების ტოლფასი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ;
კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან და ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება;
ლ) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დამკავებელ პირთა ვინაობის გამოვლენა და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის ინფორმაციის მიწოდება შემდგომი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ასევე შესაბამისი ორგანოების მიერ საკუთრების უფლების ხელყოფის აღკვეთის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა და ფაქტობრივად გამოთავისუფლებული ფართების ჩაბარება;
მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ნ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ