საწარმოთა მართვის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, ასევე საწარმოების წესდებითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პარტნიორის უფლებამოსილებებს მიკუთვნებული საკითხების კონტროლი;

ბ) საწარმოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების კანდიდატურების შერჩევა, ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა მათი დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე და შერჩეული კანდიდატურის დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი სასამსახურო ხელშეკრულებების მომზადება და შესრულების კონტროლი, საწარმოთა საქმიანობის კოორდინაცია და ანგარიშების განხილვა;

გ) საწარმოების მიერ სესხისა და კრედიტების აღების თაობაზე საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების დადგენილი წესის შესაბამისად რეალიზაციის, ჩამოწერის, დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით ახალი საწარმოების და ფილიალების დაფუძნება (სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება) და ლიკვიდაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე სხვა საწარმოთა წილების შესყიდვაზე წინადადებების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საწარმოებში ინვესტიციების დაბანდების თაობაზე რეკომენდაციების მომზადება;

ზ) საწარმოების რეორგანიზაციის (შერწყმა, გაყოფა, გარდაქმნა) და ლიკვიდაციის მიზნით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად განსახორციელებლი ღონისძიებების უზრუნველყოფა;

თ) საწარმოების აქციებისა და წილების სხვა სუბიექტისათვის მართვის უფლებით გადაცემის მიზნით საკითხის მომზადება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) საწარმოების წლიური სამეურნეო საქმიანობის შედეგების, ფინანსური ანგარიშგებების და ბიზნესგეგმების განხილვა;

კ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების საპრივატიზებოდ მომზადება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) საწარმოების წმინდა მოგების განაწილების, ასევე საწარმოების საწესდებო კაპიტალში ცვლილებების საკითხების განხილვა კომპეტენციის ფარგლებში არსებული წესის შესაბამისად;

მ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ საწარმოებში წარმომადგენლებისაგან მიღებული ანგარიშების, ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიზის საფუძველზე წინადადებების და რეკომენდაციების პროექტების მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;

ნ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ