ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა და დამუშავება;

ბ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;

გ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;

დ) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის და გაუქმების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;

ე) ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ვ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ზ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი XII. სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენ