საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილების ფუნქციები და ამოცანებია:

ა) საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფოს (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე;

ბ) საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (აქციები და წილები) აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ;

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე შემოსული საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილები და აქციები) მართვის უფლებით აუქციონის ფორმით გადაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული არამატერიალური ქონებრივი სიკეთის (წილები და აქციები) პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე შემოსული საინვესტიციო განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

ვ) ქონების შემძენის მიერ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანასათან დაკავშირებით მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება (ვიზირება);

ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფო (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ან/და აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემის თაობაზე შემოსული განცხადებების განხილვა და წინადადებების მომზადება;

თ) ქონების მოსარგებლის მიერ სარგებლობის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით შემოსული კორესპოდენციების განხილვა და შესაბამისი წინადადების მომზადება;

ი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ საინვესტიციო პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება დაინტერესებული პირებისათვის;

კ) კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და საპრივატიზებო ობიექტების დათვალიერების უზრუნველყოფა;

ლ) პრივატიზაციის პროცესისა და პროცედურების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

მ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი XI. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენ