რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის მომზადება და ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზება და შესრულება, საბიუჯეტო კანონის ამოქმედებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტის მომზადება;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კოორდინაცია;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიხედვით განსაზღვრული ასიგნებების კვარტალების მიხედვით განწერის მომზადება;
დ) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ბრძანებების თანახმად, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტებული გეგმის შედგენა;
ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მხარჯავი დაწესებულებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ ასიგნებებში ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება;
ზ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებების მიერ პროგრამების შესრულების ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება-დამუშავება და ანალიზი;
თ) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ი) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისას მხარჯავი (საბიუჯეტო) დაწესებულებების განაცხადების მიღება და მათი განხილვა;
კ) რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი მხარჯავი დაწესებულებებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;
ლ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ