იურიდიული განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა და ძირითადი სამართლებრივი მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ერთეულებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების (პროექტების) მომზადება;

დ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება ან/და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ან/და სხვა უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა/კოორდინაცია;

ვ) სამინისტროს წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, არბიტრაჟში და სამართალდამცავ ორგანოებში;

ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების, განცხადებების, წერილების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

თ) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების/შეთანხმებების პროექტების მომზადება ან/და ვიზირება;

ი) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ