1. სტრუქტურულ ერთეულებში შეიძლება შედიოდნენ სტრუქტურული ქვედანაყოფები - განყოფილებები.

2. სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელწოდება, მათი რაოდენობა სტრუქტურულ ერთეულში, ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებით.

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

გ) მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება.

4. საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის განყოფილება.

5. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) იურიდიული განყოფილება;

ბ) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილება.

6. საბიუჯეტო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილება;

ბ) ნაერთი ბიუჯეტის განყოფილება.

7. ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ეკონომიკური ანალიზის განყოფილება;

ბ) დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება.

8. საინვესტიციო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილება;

ბ) საინვესტიციო პროექტების განხილვის განყოფილება.

9. ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ქონების მართვის განყოფილება;

ბ) საწარმოთა მართვის განყოფილება;

გ) ქონების პრივატიზების განყოფილება;

დ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების განყოფილება.

10. სივრცითი მოწყობისა და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ურბანული განვითარების განყოფილება;

ბ) სამშენებლო ზედამხედველობის განყოფილება;

გ) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება.

თავი IV. ადმინისტრაციული დეპარტამენ