1. სტრუქტურული ერთეულის უფროსს შეიძლება ჰყავდეს ერთი ან რამდენიმე მოადგილე (დეპარტამენტის უფროსის მოადგილე/სამსახურის უფროსის მოადგილე). სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

3. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსის წინაშე.

4. სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სტრუქტურული ერთეულის უფროსს მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას და ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის (ქვედანაყოფების) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;

დ) ვიზას ადებს მის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე, მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელი მოაწეროს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული სამართლებრივი აქტების ან/და დოკუმენტების პროექტებს;

ე) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მის საკურატორო სფეროში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტების კანონიერებაზე;

ვ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის/მინისტრის მითითებებს და დავალებებს, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ