1. სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეებს (მთავარი სპეციალისტი, წამყვანი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სტრუქტურული ერთეულის უფროსი.
3. სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ მომზადებული დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების კანონიერებაზე, ასევე მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე/კონტროლზე.
4. სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სტრუქტურული ერთეულის უფროსის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის და სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშ