საქმისწარმოების განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს აპარატში საქმისწარმოების ორგანიზება;
ბ) საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია, კონტროლი და რეალიზაცია;
გ) სამინისტროში მატერიალური და ელექტრონული სახით შემოსული ოფიციალური კორესპოდენციის, განცხადებებისა და საჩივრების მიღება-დამუშავება, საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია, სკანირება და ხელმძღვანელობისათვის გადაგზავნა;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ე) სამინისტროს შიდა კორესპოდენციის საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა;
ვ) გასული კორესპოდენციის გაფორმების სისწორის კონტროლი, საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია, ფოსტის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია და ადრესატისათვის მატერიალური ან ელექტრონული სახით მიწოდების უზრუნველყოფა;
ზ) მინისტრის ბრძანებების საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია და მითითებული ადრესატებისათვის გადაგზავნა;
თ) საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრირებული შემოსული და შიდა კორესპოდენციის შესრულების მიმდინარეობის კონტროლი, შედეგების შესახებ ყოველკვირეული ინფორმაციის მომზადება და ხელმძღვანელობის ინფორმირება;
ი) დაწესებულების არქივის მუშაობის ორგანიზება და საქმეთა ნომენკლატურის შემუშავება;
კ) საქმეთა შენახვის, დაცვის და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფა;
ლ) მოთხოვნის შესაბამისად არქივში დაცული დოკუმენტების მოძიება და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;
მ) საარქივო საქმისა და საქმისწარმოების საკითხებზე მეთოდური დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ნ) დოკუმენტებზე მუშაობისას საჯარო მოხელეთა მეთოდური და პრაქტიკული დახმარება;
ო) შემოსული დოკუმენტაციის ელექტრონულ მატარებლებზე გადატანისას (მათ შორის, ხელახალი ჩაწერა, ახალ ფორმატში კონვერსია, შეკუმშვა და სხვ.) მათი ავთენტურობის უზრუნველყოფა;
პ) სამინისტროში წარმოდგენილი სამივლინებო ბარათების დამოწმება;
ჟ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ