ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების შემუშავებისა და დახვეწის უზრუნველყოფა, ასევე სამუშაო აღწერილობების შესაბამისად საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მონაცემების ელექტრონული აღრიცხვა, პირადი საქმეების დაცვა დადგენილი წესით, სამსახურის სტაჟის გამოანგარიშება;
გ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება, სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების ჩატარებისა და მათში მონაწილეობის მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
დ) შესრულებული სამუშაოს შეფასების სისტემების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა, სისტემის მუშაობის მონიტორინგი და მის დახვეწასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) შესასრულებელ სამუშაოსთან სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის შესაბამისობის დადგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების, ასევე საჯარო მოსამსახურეების შერჩევის სისტემის (სტაჟირება, პრაქტიკა, კონკურსი და სხვა) ჩამოყალიბების/დანერგვის ორგანიზება და განვითარების ხელშეწყობა;
ვ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საჯარო მოსამსახურის დანიშვნის, საჯარო მოსამსახურის გადაყვანის, დაწინაურების, გათავისუფლების, მოვალეობის დაკისრების, შვებულების, მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისა და სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე, ასევე შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით თანამშრომელთათვის კონსულტაციების გაწევა, ასევე თანამშრომელთა დაზღვევის პროცესის ორგანიზება;
თ) სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ოპერატიულად ინფორმირება;
ი) ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადებისა და მათი მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელების პროცესის მართვა;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროში დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ასევე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ლ) პრესისა და საინფორმაციო სატელევიზიო გამოშვებების ანალიზის მიხედვით გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვა;
მ) სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ნ) სახელმწიფო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან თანამშრომლობა;
ო) ოფიციალური დელეგაციების, სამუშაო შეხვედრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება და საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება, მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
პ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებ