1. სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტრუქტურული ერთეულის უფროსის უფლებამოსილებას ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში - მინისტრის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი სპეციალისტი.

თავი III. სტრუქტურული ერთეულები და სტრუქტურული ქვედანაყოფე