1. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი (დეპარტამენტის უფროსი/სამსახურის უფროსი).
2. სტრუქტურული ერთეულის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4. სტრუქტურული ერთეულის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) იხილავს დადგენილი წესის მიხედვით შემოსულ კორესპოდენციას და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;
ე) უფლებამოსილია ვიზა დაადოს მის სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე ვიზა დაადოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს, ასევე, მინისტრის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხელი მოაწეროს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული სამართლებრივი აქტების ან/და დოკუმენტების პროექტებს;
ვ) წარუდგენს წინადადებებს მინისტრს ან კურატორი მინისტრის მოადგილეს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
ზ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების წახალისების და მოხელეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ერთეულის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ი) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
კ) წელიწადში ერთხელ მინისტრს და/ან კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია მოხდეს სხვა პერიოდულობითაც;
ლ) პერიოდულად ისმენს სტრუქტურულ ერთეულში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფ(ებ)ის უფროს(ებ)ის ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაში კანონიერებისა და კონფიდენციალურობის დაცვას;
ნ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებების დაცვას და შესრულების კონტროლს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ო) პასუხისმგებელია სტრუქტურულ ერთეულში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;
პ) ასრულებს მინისტრის და/ან კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ