1. განყოფილების უფროსი ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს - განყოფილებას.
2. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ერთეულის უფროსისა და კურატორი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის წინაშე.
4. განყოფილების უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ მასალებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;
გ) უშუალოდ ამზადებს გადაწყვეტილებების პროექტებს მასზე დაწერილ დოკუმენტაციაზე ან ანაწილებს მათ განყოფილების თანამშრომლებს შორის;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
ე) სტრუქტურული ერთეულის უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ვ) ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების პროექტებს;
ზ) პასუხისმგებელია მის განყოფილებაში მომზადებული გადაწყვეტილებების პროექტების კანონიერებაზე;
თ) ახორციელებს კურატორი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილის, სტრუქტურული ერთეულის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის და მინისტრის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ