მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა, საკანცელარიო ნივთებით, საბეჭდი ქაღალდით, გასამრავლებელი და კომპიუტერული ტექნიკის მუშაობისათვის აუცილებელი მარაგ-ნაწილებით, საღებავებით და სხვა მასალებით სამინისტროს დროული უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობებისა და სხვა უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობა, მათი მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების, ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის სხდომების, მინისტრის თათბირებისა და სამინისტროს მიმდინარე საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მინისტრის თათბირების, კონფერენციების, ბრიფინგების, მიღებებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სხდომათა დარბაზების სათანადო აპარატურით უზრუნველყოფა;

დ) არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკით, კომპიუტერული ქსელითა და თანამედროვე პროგრამული საშუალებებით სამინისტროს უზრუნველყოფა;

ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე სათანადო სისუფთავისა და სანიტარიული წესების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ზ) სასაწყობო მეურნეობის ორგანიზება;

თ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ი) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი V. საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენ