სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის/სახელმწიფოს (დელეგირების შემთხვევაში) საკუთრებაში არსებული ქონების პირობებიანი ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას, ქონების შემძენის მიერ ხელშეკრულებით (ოქმით, შეთანხმებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;

ბ) სარგებლობაში გადაცემული ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით (შეთანმხებით) მოსარგებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი, ასევე მოსარგებლის მიერ სარგებლობის უფლების გასხვისების ან/და ქონების ქვეიჯარით გაცემის თაობაზე შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;

გ) ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების თაობაზე შემოსული კორესპოდენციების განხილვა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

დ) ქონების შემძენის ან/და ქონების მოსარგებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, ამ ვალდებულების შესრულების დადასტურების თაობაზე შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;

ე) ქონების შემძენის მიერ პირობადებულ საკუთრებაში გადაცემული ქონების გასხვისების ან/და უფლებრივად დატვირთვის თაობაზე შემოსული კორესპოდენციის განხილვა და შესაბამისი წერილის პროექტის მომზადება;

ვ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი VII. შიდა აუდიტის დეპარტამენ