დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა სასესხო-საგრანტო პროექტების შემუშავების მიზნით;

ბ) საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დახმარებით განხორციელებული რეგიონული ეკონომიკური პროექტების კოორდინაცია;

გ) საპროექტო წინადადებებისა და პრეზენტაციების მომზადება და შეთავაზება დონორი ორგანიზაციებისათვის;

დ) დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით სამუშაო ვიზიტების ორგანიზება;

ე) შესაბამის უწყებებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა დონორულ პროექტებთან დაკავშირებით;

ვ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი X. საინვესტიციო დეპარტამენ