ნაერთი ბიუჯეტის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების პროექტის მომზადების კოორდინაცია, ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშების მიღება-დამუშავება;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მუნიციპალიტეტებზე გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობის განსაზღვრა;

გ) მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის წლიური ასიგნებებისა და შემოსულობების ყოველკვარტალური განწერის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში გადასაცემი ფინანსური დახმარების განსაზღვრა;

დ) საბიუჯეტო შემოსულობების საპროგნოზო გაანგარიშება და ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმების თვეებისა და კვარტალების მიხედვით განწერა სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსულობების ყოველდღიური, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური აღრიცხვა და ანგარიშების შედგენა;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

ზ) მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ბრძანებების თანახმად, რესპუბლიკურ ბიუჯეტში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, დაზუსტებული გეგმის შედგენა;

თ) მუნიციპალიტეტებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა;

ი) რესპუბლიკური ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

კ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი IX. ეკონომიკური განვითარების დეპარტამენ