სახელმწიფო შესყიდვების, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანალიზის განყოფილების ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების განხორციელება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით კონკურსის პროცედურების წარმართვა. საკონკურსო პირობებისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;

ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

ვ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენა;

ზ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების განხორციელება, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებაში;

თ) სამინისტროს აპარატის ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავება, დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განაწილება და ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება სამინისტროს აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის, საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილების შემუშავებასა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებაზე კოორდინაცია;

კ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი VI. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და სახელშეკრულებო მონიტორინგის დეპარტამენ