საწარმო უფლებამოსილია სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის განხორციელების მიზნით,  ხელშეკრულება გააფორმოს სხვა სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსთან  და/ან იმ  პირთან (კონტრაქტორი ორგანიზაცია), რომელიც არ წარმოადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს. საწარმო აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის მიხედვით