1. საწარმომ უნდა დანერგოს პროცედურა, რომლის შესაბამისად ახორციელებს ცვლილების მართვას, შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში ფუნქციონალურ სისტემაზე ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების მიმართ შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვას/გატარებას.
2. ცვლილების მართვის პროცედურას, როგორც ცალკე დოკუმენტს ან უსაფრთხოების მართვის სახელმძღვანელოს ნაწილს, ითანხმებს სააგენტო.
3. როდესაც კონკრეტული ცვლილება შეუსაბამოა დანერგილ პროცედურასთან, საწარმო ვალდებულია:
ა) მიმართოს სააგენტოს, შეთანხმებული პროცედურიდან გამონაკლისის დაშვების მოთხოვნით;
ბ) წარუდგინოს სააგენტოს დეტალურ ინფორმაციას გამონაკლისის შესახებ და მისი დაშვების აუცილებლობის მტკიცებულება;
გ) არ დანერგოს გამონაკლისი, სააგენტოს თანხმობის გარეშე.
4. საწარმო უზრუნველყოფს ცვლილების მართვის პროცესში ჩართული პერსონალის უფლება-მოვალეობების და პასუხისმგებლობის დადგენა