1. საწარმოს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5-წლიანი ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა.
2. საწარმოს ბიზნესგეგმამ უნდა მოიცვას:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების, საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების, საჰაერო სივრცის დიზაინის (საჰაერო სივრცის ორგანიზების), საავიაციო კავშირგაბმულობის, სანავიგაციო მომსახურების, სარადიოლოკაციო მომსახურების, საფრენოსნო საინფორმაციო მომსახურების, საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების, ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების, ფრენის პროცედურის დიზაინის ან/და საავიაციო რუკების შედგენის ზოგადი მიზნები, ამოცანები და სტრატეგია, რომელიც მიმართულია საწარმოს გრძელვადიანი, ასევე რეგიონალური გეგმების მისაღწევად ინფრასტრუქტურული ან/და ტექნოლოგიური განვითარების კუთხით;
ბ) მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების შეფასება უსაფრთხოებასთან, გამტარუნარიანობასთან, დანახარჯების ეფექტურობასთან და გარემოს დაცვასთან მიმართებით.
3. საწარმომ უნდა შეიმუშაოს მომდევნო წლის გეგმა (წლიური გეგმა), რომელიც დამატებით განსაზღვრავს და აკონკრეტებს ბიზნესგეგმის მახასიათებლებს და აღწერს მასში შეტანილ ცვლილებას.
4. წლიურმა გეგმამ უნდა მოიცვას:
ა) ინფორმაცია ახალი ინფრასტრუქტურის დანერგვასთან ან სხვა სახის საქმიანობასთან დაკავშირებით და მისი ზეგავლენა საწარმოს მუშაობის ეფექტურობის ამაღლებაზე, მათ შორის მომსახურების დონესა და ხარისხზე უსაფრთხოების, გამტარუნარიანობის, დანახარჯების ეფექტურობის და გარემოს დაცვის კუთხით;
ბ) საწარმოს მოკლევადიანი ფინანსური მდგომარეობის აღწერა, ასევე ნებისმიერი ცვლილება ან ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ბიზნესგეგმაზე.
თავი II
საწარმოს სერტიფიცირე