1. ამ წესით განსაზღვრული სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
2. პირი, სერტიფიკატის მისაღებად, სააგენტოში წარადგენს განცხადებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, სადაც მითითებული უნდა იყოს საქართველოს საჰაერო სივრცე ან მისი ნაწილი, ან ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის ფარგლები ან/და სამოქალაქო აეროდრომი, სადაც განმცხადებელი აპირებს განახორციელოს სააერნაოსნო მომსახურება.
3. განმცხადებელმა შევსებული განაცხადი სააგენტოში უნდა წარადგინოს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებულ „სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სასერტიფიკაციო განაცხადის ფორმის“ შესაბამისად.
4. განაცხადს თან უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
გ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია:
გ.ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
გ.ბ) საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
გ.გ) საავიაციო უშიშროების სფეროში საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დ) განმცხადებელმა, კომპლექსური საწარმოს სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის №1 დანართის „კომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილის“ ფორმით სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
დ.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვების შესაბამისად:
დ.ა.ა) პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ.ა.ბ) პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი;
დ.ა.გ) პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა;
დ.ბ) საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით;
დ.გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო საქმიანობის განხორციელებისას, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის ზედამხედველობის დოკუმენტი/პროცედურა;
დ.დ) სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი;
დ.ე) ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა;
დ.ვ) საწარმოში დაგეგმილი ცვლილების მართვის პროცედურა;
დ.ზ) უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა;
დ.თ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცედურა;
დ.ი) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა;
დ.კ) საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა, რომელიც მოიცავს ამ წესის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
დ.ლ) ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
დ.მ) ამ წესის 23-29-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული მართვის სისტემის სახელმძღვანელო.
ე) არაკომპლექსური საწარმოს სერტიფიკატის მისაღებად ამ წესის დანართის „არაკომპლექსური საწარმოს საორგანიზაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის ცხრილის“ ფორმით სააგენტოში უნდა წარმოადგინოს:
ე.ა) ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად:
ე.ა.ა) პერსონალის კომპეტენტურობის და კვალიფიციურობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
ე.ა.ბ) პერსონალის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი უფლება-მოვალეობების დამდგენი/განმსაზღვრელი დოკუმენტი.
ე.ა.გ) პერსონალის სწავლების პროგრამა და გეგმა;
ე.ბ) საჭირო კადრების რაოდენობის შესწავლის პროცედურა, პერსონალის ფუნქციების, სწავლების, ყოველწლიური შვებულების და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით;
ე.გ) ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო საქმიანობის განხორციელების და კონტრაქტორი ოგანიზაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების დოკუმენტი/პროცედურა;
ე.დ) სააერნაოსნო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული სახელმძღვანელო დოკუმენტი;
ე.ე) ჩანაწერების წარმოების დოკუმენტი/პროცედურა;
ე.ვ) საწარმოში დაგეგმილი ცვლილების მართვის პროცედურა;
ე.ზ) უსაფრთხოების მითითებაზე დაუყოვნებლივი რეაგირების პროცედურა;
ე.თ) საავიაციო მოვლენების შეტყობინების პროცედურა;
ე.ი) გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა;
ე.კ) საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადების პროცედურა, რომელიც მოიცავს ამ წესის მე-14 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ე.ლ) ბიზნესგეგმა და წლიური გეგმა ამ წესის მე-15 მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით;
ე.მ) ამ წესის 22-ე მუხლით შემუშავებული მართვის სისტემის სახელმძღვანელო.
5. განმცხადებელმა შესაბამისი სააერნაოსნო მომსახურების ან მისი ცალკეული სახის გაწევასთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად სააგენტოს უნდა წარუდგინოს, ცალკეული სააერნაოსნო მომსახურების მიმართ ამ წესით დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცი